მთავარისიახლეებისტოლტენბერგი: საფრთხის ფონზე NATO საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განიხილავს

სტოლტენბერგი: საფრთხის ფონზე NATO საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განიხილავს

Published on

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მინისტრებმა შეხვედრაზე უკრაინასთან ერთად იმ ქვეყნებისთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაძლიერებაც განიხილეს, ვისაც რუსეთის მხრიდან ზოგადად ემუქრება საფრთხე და ახლა შესაძლოა დამატებითი რისკების წინაშე იდგეს. მათ შორისაა საქართველოც.

“კრემლის ამბიციაა გავლენის სფეროების შექმნა და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობაზე უარის თქმა. ამიტომ მინისტრებმა განიხილეს იმ პარტნიორების მხარდაჭერაც, ვინც შესაძლოა რისკის ქვეშ იყოს: მათ შორისაა საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO დიდი ხანია ამ ქვეყნებს ეხმარება, მათ შორის თავდაცვის რესურსების გაძლიერებით, რეფორმების გატარებითა და საერთო წვრთნებით ახლა კი ძალისხმევის გაძლიერება განიხილება.

ის აცხადებს, რომ ამ ქვეყნებისთვის საერთოა რუსეთის აგრესია, რასაც სხვადასხვა გზებით: დივერსიით, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევით ან პირდაპირ შეჭრით ახორციელებს.

სტოლტენბერგის თქმით, საფრთხე არ გამქრალა, ვინაიდან რუსული ჯარები კვლავ იმყოფებიან საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე. ახლა კი უკრაინის ფონზე რისკები გაზრდილია და საჭიროა NATO-მ ამ ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდის გზებზე მოკავშირეებთან ერთად იმსჯელოს.

„ეს ქვეყნები სხვადასხვანაირი გამოწვევების წინაშე დგანან. რაც მათ საერთო აქვთ ისაა, რომ ჩვენ გვინახავს როგორ ცდილობს რუსეთი თავისი ძალის გამოყენებით მათ გამოწვევას. ნაწილობრივ ეს ხდება დივერსიებით, მათ ხელისუფლებაში ჩარევით ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ან სამხედრო შეჭრით. საქართველოში რუსეთი შეიჭრა. და რუსი სამხედროები ისევ აკონტროლებენ საქართველოს ნაწილებს: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც ეს ქვეყნები იდგნენ გამოწვევების წინაშე, რაც რუსეთისგან ნაწილობრივ მაინც იყო გამოწვეული, მაგრამ რისკი ახლა გაიზარდა და საჭიროა დახმარებების და მხარდაჭერის გაზრდა და სერიოზული დისკუსიები დაიწყოს მთელმა NATO-მ, რათა გავარკვიოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია რუსეთის საფრთხის წინაშე მათ დასახმარებლად”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...