მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოში ბიზნესის გადმოსატანად, მხოლოდ 1-4 მარტს, რუსეთის 201 მოქალაქე დარეგისტრირდა

საქართველოში ბიზნესის გადმოსატანად, მხოლოდ 1-4 მარტს, რუსეთის 201 მოქალაქე დარეგისტრირდა

Published on

მას შემდეგ, რაც უკრაინაში წარმოებული ომის გამო, ცივილიზებულმა მსოფლიომ რუსეთს სანქციები დაუწესა და ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეეხო, რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს ბიზნესსაქმიანობის საქართველოში გადმოტანის პროცედურა.

ამაზე ბიზნესრეესტრის ჩანაწერები მიუთითებს, რომელიც “აი ფაქტმა” შეისწავლა და სრული სურათის ამსახველი ანალიზი გამოაქვეყნა.

საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსებმა ჩვენთან ჩამოსვლა და ბიზნესების რეგისტრაცია მოუხშირეს.
“აი, ფაქტმა” დათვალა, რომ ბოლო ოთხ დღეში საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება სულ 201-მა რუსმა მოისურვა.
1 მარტს იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის 43-მა პირმა მიმართა;
2 მარტს 58-მა;
3 მარტს მოთხოვნა არ ყოფილა;
4 მარტს 17:30-მდე კი ბიზნესრეესტრში განაცხადი 100-მა რუსმა შეიტანა.
უმრავლესობას, 184 პირს სურს ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია, 16-ს კომპანიის, ერთს კი ააიპ-ის.
“აი ფაქტის” მონაცემების მიხედვით, რუსებს იურიდიულ პროცედურებში ხშირად ქართველებიც ეხმარებიან. ზოგი კი უძრავი ქონების გამოყენების უფლებასაც აძლევს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...