მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში დააკავეს დეპუტატი, რომელიც ბლოკ-პოსტებს იღებდა, მისი დაცვა კი განაიარაღეს

კიევში დააკავეს დეპუტატი, რომელიც ბლოკ-პოსტებს იღებდა, მისი დაცვა კი განაიარაღეს

Published on

ტერიტორიული თავდაცვის 206-ე ბატალიონის წევრებმა კიევში დააკავეს  სახალხო დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი, რომელიც ბლოკ-პოსტების გადაღებით იყო დაკავებული. 

როგორც ჯგუფი “სქემა” იტყობინება, ერთერთ ბლოკ-პოსტთან შუფრიჩი მანქანით მივიდა, დაცვის წევრებთან ერთად, შემდეგ კი მანქანიდან გადმოსულმა, დაიწყო ბლოკ პოსტისთვის ფოტოების გადაღება.

ამ მცდელობის დროს შუფრიჩი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვა ცდილობდა ამ დაკავებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწია, ის განაიარაღეს. 

“დაველოდებით პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, შემდეგ კი გავარკვევთ, რა ბედი ეწევა შუფრიჩს. ის უვნებელია”, – განაცხადეს ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის წევრებმა. 

თავად შუფრიჩი აცხადებს, რომ უბრალოდ, ფოტოს გადაღებას ცდილობდა სამახსოვროდ, თვალსაჩინო ადგილას. 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...