უკრაინელ წყვილს, რომელიც სამშობლოში ვერ ბრუნდება, წალენჯიხაში დააბინავებენ

0
322

უკრაინელი ტურისტები, რომლებიც საქართველოში 23 თებერვალს ჩამოფრინდნენ უკან თავიანთ ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან. ნინო მჭედლვილმა, სოციალური ქსელში მისი მეგობრისგან შეიტყო უკრაინელი წყვილის შესახებ და მისი ინიციატივითა და წალენჯიხის მერისა და ჯვარის რწმუნებულის თანადგომით, უკრაინის მოქალაქეები წალენჯიხაში, დაბინავდებიან და ასევე, უზრუნველყოფენ მათ კვებას.

“უკრაინაში, ქალაქ სლავუტაში ვცხოვრობთ, როგორც კი ჩამოვფრინდით საქართველოში ბავშვებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ომი დაიწყო. ჩვენი ოჯახის წევრებისგან ვიცით, რომ ქალაქში ხშირი საჰაერო განგაშია და სარდაფებში იმალებიან. ჩვენს ქალაქთან ახლოს ატომური ელექტროსადგურია და ამის გამო ვღევალვთ. აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით და მათი სტუმართმოყვარეობით, სასტუმროში ძალიან დაგვეხმარნენ, მიმღებმა დაგვაკავშირა მარინასთან და წამოვედით აქეთ.” -ამბობს ვლადიმირ ერემეევი 

საქართველოს მასშტაბით, სასტუმროებში იმყოფებიან უკრაინელი ტურისტები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რადგან არ აქვთ თანხა და თავად ვერ უზრუნველყოფენ ნომრისა და კვების ფულს. უკრაინელი წყვილის ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა სასტუმროები იჩენენ ინიციატივას, რათა უზრუნველყონ უკარინელი ტურისტები.

წინა სტატიაშავი ზღვის ფსკერს მიიღებენ – ზელენსკის მიმართვა რუსეთს
შემდეგი სტატიასიტუაცია უკრაინაში 15:00 (თბილისის დრო) საათისთვის – არესტოვიჩის შემაჯამებელი ბრიფინგი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური