მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთმა უკრაინაში კასეტური ბომბები გამოიყენა - აშშ

რუსეთმა უკრაინაში კასეტური ბომბები გამოიყენა – აშშ

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში აკრძალული, კლასტერული (იგივე კასეტური) ბომბები გამოიყენა. 

“არის ფართო სპექტრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გამოყენებული იყოს იარაღის სხვა სახეობები”, – უთხრა ვიქტორია ნულანდმა “ეხო მოსკვის”. მისივე თქმით, ხშირია რუსი ჯარისკაცების დეზერტირობის შემთხვევები. 

შეგახსენებთ, ე.წ. კასეტურ ბომბებს რუსეთი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც იყენებდა. სწორედ ასეთი ბომბი ჩამოვარდა გორის ცენტრში, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კასეტური ბომბები ეწოდება რეაქტიული ზალპური სისტემის ისეთ ჭურვს, რომელიც კონტეინერებისგან შედგება, ხოლო ეს კონტეინერები ჰაერში იხსნება და გადმოაფრქვევს ფეთქებად საბრძოლო მასალებს, ე.წ. მცირეკალიბრიან ბომბებს ვრცელ ტერიტორიაზე.

ფეთქებადი საბრძოლო მასალების რაოდენობა, რომელიც ჭურვს ჰაერში გამოეყოფა და ამოიფრქვევა, მოდელზეა დამოკიდებული, ის რამდენიმე ათეულიდან 600-მდე მერყეობს. კასეტურ ბომბებს თვითმფრინავიდან ყრიან ან სამიზნე ტერიტორიაზე არტილერიის/რაკეტების დახმარებით აგზავნიან. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...