მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიოს საუკეთესო მფრინავ-გამანადგურებელი უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპა

მსოფლიოს საუკეთესო მფრინავ-გამანადგურებელი უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპა

Published on

პოლკოვნიკი ალექსანდრე ოქსანჩენკო საჰაერო ბრძოლაში მაშინ დაიღუპა, როცა მოწინააღმდეგის ყურადღება გადაიტანა და მასზე გადართვა აიძულა, რათა რუს სამხედრო მფრინავს სამოქალაქო ტერიტორია მიზანში არ ამოეღო და დაბომბვა არ შემდგარიყო.

მფრინავს, რომელმაც ამ ქმედებით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, უკრაინის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ, ქვეყნის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. 

ოქსანჩენკო პირველი იყო სამხედრო მფრინავებიდან, რომელმაც მთლიანად აითვისა უმაღლესი პილოტაჟის პროგრამა. მან აითვისა Л-39, МиГ-21 და Су-27, ხოლო მსოფლიოში ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთის მიყოლებით, რამდენჯერმე გაიმარჯვა დიდ მსოფლიო ავიაშოუებზე. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...