ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობა შეჩერდა

0
222

კოლაფსის წინაშე მდგარი27 რუსული კომპანიის აქციებით ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე შეჩერებულია. მათ შორის არის სბერბანკი, რომლის აქციების ღირებულებაც გუშინ, დღის ერთ მონაკვეთში 1 ცენტამდე იყო დაცემული. იმავე ბირჟაზე შეჩერებულია ენერგოგოგიგანტის — გაზპრომის აქციებით ვაჭრობაც.

გარდა ამისა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაბლოკილია ლუკოილის, პოლიუსისა და EN+-ის აქციებით ვაჭრობაც. რაც შეეხება VTB-ის შვილობილ კომპანიას, მისი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ჯერ კიდევ პარასკევის შემდეგ არის შეჩერებული.

შეგახსნებთ, რომ ორშაბათს დაიხურა მოსკოვის საფონდო ბირჟაც, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა.

ლონდონში დალისტული რუსული კომპანიების აქციები პრაქტიკულად ჩამოიშალა: სბერბანკი დაეცა 99,72%-ით, გაზპრომი — 93,71%-ით, ლუკოილი 99,2%-ით, პოლიუისი — 95,58%-ით, როსნეფტი — 92,52%-ით და EN+— 20,51%-ით.

რუსული კომპანიების აქციების ვარდნა პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო. პუტინის აგრესიას ცივილიზებული სამყაროს მხრიდან რუსეთის მიმართ დამანგრეველი სანქციები მოჰყვა.

წინა სტატია“აფეთქებისგან მოგლეჯილი რამდენი თავი, ხელია საჭირო, რომ ცა დახუროთ? დავითვლი…” – ზელენსკი
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი: პუტინმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური