დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი რომ იდგეს, სულ სხვა მხარდაჭერა იქნებოდა

0
206

კონოტოპის მერის არტიომ სემენიხინის  თქმით, ის კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს, მეგობრობს მასთან და ამბობს, რომ ხედავს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, თუმცა , მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს ახლა ხელისუფლებაში ეს მხარდაჭერა გაცილებით დიდი იქნებოდა:

“კარგად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს. ვმეგობრობთ. ერთად ბევრი გვიმუშავია. ასევე კარგად ვიცი უკრაინული რაზმის მიერ ქართულ ბრძოლებში მონაწილეობისა და საქართველო ტერიტორიული მთლიანობის  დაცვაში შეტანილი წვლილის შესახებ. ყოველდღე ვხედავ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უბრალო მოქალაქეების მხარდაჭერას.

,, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ნაძირლები, არიან, რომლებიც ქართველებმა დაუყონებლივ უნდა მოიშორონ. მოსახლეობამ ეს ადამიანები უნდა გამოიყვანოს პარლამენტიდან, პრეზიდენტი სასახლიდან და მინისტრთა კაბინეტიდან.

დღეს საქართველოს მთავრობის წევრები პუტინს 30 ვერცხლად მიეყიდნენ. მათ არა უკრაინას, არამედ საქართველოს უღალატეს. უკრაინაში რუსეთის დამარცხება, საქართველოს ინტერესებში შედის. რუსეთის დამარცხება აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას ნიშნავს. თქვენი დღევანდელი მთავრობა ქვეყნის წინაშე დანაშაულს ჩადის. ქართველი ერი ბრძენია და მალე ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს. თქვენი პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის წევრები, სამშობლოს ღალატისთვის სამუდამოდ ციხეში უნდა გამოკეტო, რადგან თქვენი მთავრობის ქმედება, არა უკრაინის, არამედ საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია.”ამბობს კონოტოპის მერი, არტიომ სემენიხინი “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

წინა სტატია,,ის ჭკუაზე არ არის” – უკრაინელი მაღალჩინოსანი პუტინის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით
შემდეგი სტატიასაქართველოში რუსული ბაზების ტანკისტები ვოლგოგრადში მიდიან – შეჯიბრი “სატანკო ბეატლონში”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური