ბორის ჯონსონი: პუტინმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა

0
222

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, პუტინმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა. 

“ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ – ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენება, უდანაშაულო მოქალაქეების დაბობვა, ჩემი აზრით, უკვე სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული. ვიცით, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი პალატა ამას მხარს დაუჭერს”. – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

ბრიტანეთმა სხვა 37 სახელმწიფოსთან ერთად  “უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო” სარჩელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. 

წინა სტატია ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობა შეჩერდა
შემდეგი სტატია“თუ არ გაქვთ იმის ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით მე თვითმფრინავები!” – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური