მთავარისიახლეებიამ ომში უკრაინელები როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ - დავით არახამია

ამ ომში უკრაინელები როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ – დავით არახამია

Published on

უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა, დავით არახამია საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. არახამიას თქმით, უკრაინელები ომში არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის გაიმარჯვებენ.

“პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უკრაინას მხარს ასე მტკიცედ უჭერთ. ქუჩაში გამოხვედით და ვიდეომიმართვები ჩაწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, პატარა ყურადღებაც კი ჩვენი ჯარისკაცისთვის მორალურად ძალიან ბევრს ნიშნავს.

დღეს ჩვენი ჯარისკაცები რუსულ არმიას ებრძვიან. არმიას, რომლის სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინულ ჯარს, თუმცა რუსები მორალურად მარცხდებიან.

2008 წელს საქართველოშიც მსგავსი ვითარება იყო, სამწუხაროდ, მაშინ საქართველომ რუსეთის დამარცხება ვერ მოახერხა. დღეს ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. ვიცი, რომ ყველაზე კარგად გესმით, ის, რაც ახლა ხდება”,- ამბობს არახამია , რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში, უკრაინას წარმოადგენს.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...