ზუგდიდში არსებული რუსული ენის ცენტრი РЯКИ ,უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ფუნქციონირებას წყვეტს

0
302

ზუგდიდში არსებული რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი РЯКИ-ი ფუნქციონირებას განუსაზღვრელი ვადით წყვეტს.

ცენტრის დირექტორმა ელისო კეზუამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ ბოიკოტის მიზეზი, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და სამხედრო აგრესიაა, რომელიც დღესაც გრძელდება ოკუპანტების მიერ.

“ჩემო მეგობრებო, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსული ენის ცენტრი РЯКИ წყვეტს ფუნქციონირებას, განუსაზღვრელი ვადით!

უმკაცრესი სანქციები და სრული ბოიკოტი რუსეთს!

საკუთარმა ხალხმა უნდა გამოუტანოს პუტინს განაჩენი.

პუშკინის ენა გაანადგურა პუტინმა!!!

სოლიდარობა უკრაინას, სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!

Слава Україні! Героям слава!”, – წერს კეზუა.

წინა სტატიაზელენსკის მიმართვა უკრაინელებისადმი
შემდეგი სტატია,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი პროექტის პრეზენტაცია ანაკლიაში [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური