მიხეილ სააკაშვილი დავით არახამიაზე

0
273
,,დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მამამისი ბატალიონ “გაგრას” მეთაური იყო. ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, “ახალ ძალთა მოძრაობაში”.
ჩემი ჰოლანდიაში გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა და ახალ პარლამენტში თავიდანვე გახდა უმრავლესობის ლიდერი.
ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში” – წერს პრეზიდენტი სააკაშვილი

უკ­რა­ი­ნის­თვის ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში, ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პირი  ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით არა­ხა­მი­აა (და­ვით ბრა­უ­ნი).

და­ვით არა­ხა­მია უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” თავ­მჯდო­მა­რეა და წარ­მო­ად­გენს უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას რუ­სულ მხა­რეს­თან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს. “მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ან სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წავა, ან ისე, რო­გორც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო გემი”, – და­წე­რა მან ბე­ლა­რუს­ში გა­სა­მარ­თი შეხ­ვედ­რის წინ.

 ის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მორ­ჩე­ნილ, ამ­ჟა­მად ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს ემო­ცი­უ­რად იხ­სე­ნებს:

“ბავ­შვო­ბა ყო­ველ­თვის იმა­ზე უკე­თე­სი გახ­სენ­დე­ბა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო, თუმ­ცა მე მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და, რად­გან გაგ­რა ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტი იყო, რო­გორც მას ადრე უწო­დებ­დნენ… იქ უამ­რა­ვი, მათ შო­რის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთე­ლი პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­დი­ო­და. იყო უამ­რა­ვი აგა­რა­კი. გვქონ­და პარ­კი, სა­დაც მრა­ვა­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რე ხა­რობ­და, სა­დაც ფარ­შე­ვან­გე­ბი სე­ირ­ნობ­დნენ… იქ გა­ვი­ზარ­დე, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ყველ­გან ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. როცა იქი­დან წა­მო­ვე­დით, მხო­ლოდ მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს არის უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, რომ იქ ცხოვ­რობს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი, რო­მელ­საც ერ­თმა­ნე­თის და­პა­ტი­ჟე­ბა უყ­ვარს. ჩვენ ვცხოვ­რობ­დით ეზო­ში, სა­დაც მე­ზობ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლო­ტოს თა­მა­შობ­დნენ”, -ამ­ბობს არა­ხა­მია.

90-იანი წლე­ბში, აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად  თბი­ლის­ში გა­და­ვი­და.  ქარ­თულ სკო­ლა­ში ის­წავ­ლა, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად არ იცის. “მა­შინ ვცდი­ლობ­დი მეს­წავ­ლა და კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი. სა­ერ­თოდ, სკო­ლა ოქ­როს მედ­ლით და­ვამ­თავ­რე”, -არახამიას თბი­ლის­ში ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს.

 სკო­ლა უკვე უკ­რა­ი­ნა­ში და­ამ­თავ­რა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის კომ­პა­ნია Template Monster-ის უკ­რა­ი­ნის ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რი და უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და.

ძა­ლი­ან მალე კი და­ვით არა­ხა­მია შეს­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხებ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წარ­მო­მად­გენ­ლად და­ი­ნიშ­ნა;

და­ვით არა­ხა­მია ამ­ბობ­ს , რომ  მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილთან თავად მივიდა

“თა­ვად მოვ­ძებ­ნე და მი­ვე­დი მას­თან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, ის ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­თა გა­ტა­რე­ბაც და­ი­წყო და ვი­ფიქ­რე, რომ მა­გა­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს უკ­რა­ი­ნა­შიც გვქო­ნო­და. ასე რა­ღაც­ნა­ი­რად დავ­მე­გობ­რდით…” – ამ­ბობს არა­ხა­მია.

ა შე­ე­ხე­ბა “ბრა­უნს”, და­ვით არა­ხა­მი­ას თქმით, მისი გვა­რი ინ­გლი­სუ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლად ჟღერს, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა იოლი გა­მო­სა­ვა­ლი ეპოვ­ნა ისე, რო­გორც ეს ამე­რი­კა­შია მი­ღე­ბუ­ლი… ერთ დღე­საც სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა “ბრა­უ­ნის” ფირ­მის სა­პარ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ექ­სპრომ­ტად გა­და­წყვი­ტა, რომ ეს მისი ფრევ­დო­ნი­მი იქ­ნე­ბო­და.

 

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბევრ სხვა საქმესთან  ერთად მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა დრეს-კოდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, არა­ხა­მია სამ­სა­ხურ­ში “შორ­ტე­ბი­თა და ნო­უთ­ბუ­ქით სი­ა­რუ­ლის” მომ­ხრეა…

შოკისმომგვრელი ჩაცმულობით მივიდა იგი რუსებთან მოლაპარაკებაზე, რითაც ხაზი გაუსვა თავის შინაგან თავისუფლებას და დამოკიდებულებას ძალის ენაზეე მოლაპარაკე მტრისადმი.

დათო არახამიას 6 შვილი ყავს

 

წინა სტატიაწალენჯიხაში, არასრულწლოვანი ველოსიპედიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამოთხოვნები, რომელსაც რუსეთი უკრაინას წაუყენებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური