“დროას” ზუგდიდის ოფისიდან ღარიბაშვილის ბანერი ისევ გადმოფინეს

0
179

ზუგდიდში მოძრაობა ,,დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათივე ოფისთან მეორედ გამოფინეს საპროტესტო ბანერი, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის მიერ უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, კეთილმოწყობის მართვის ცენტრის დახმარებით ცდილობდნენ ამწეს საშუალებით ბანერის ჩამოხსნას, რის გამოც ბანერი მარიამ სიჭინავამ თავადვე ჩამოხსნა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ,,დროას” წარმომადგენლებს ბანერის გაკვრის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ,,დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას განცხადებით, ისინი არ დანებდებიან და მომავალში ისევ გამოფენენ ბანერს.

წინა სტატიაზუგდიდელმა მსახიობებმა სპექტაკლის დასასრულს სცენაზე უკრაინის დროშა გამოფინეს [Video]
შემდეგი სტატიასაქართველოს უნივერსიტეტი: უკრაინის მხარდასაჭერად ₾1 მილიონი გადაირიცხება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური