აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

0
219

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის ცას კეტავს. ამის შესახებ მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს ყველა რუსული რეისისთვის ცის დაკეტვასთან დაკავშირებით, რითაც რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული იქნება და მის ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა განხორციელდება”, – განაცხადა ბაიდენმა.

ევროკავშირის ქვეყნები და კანადამ რუსეთის ხომალდებს საჰაერო სივრცე უკრაინაში შეჭრის გამო დაუკეტეს.

“პუტინს შეუძლია ტანკებით ალყა შემოარტყას კიევს, მაგრამ ის ვერასდროს მოიპოვებს უკრაინელების სულსა და გულს”, – თქვა ბაიდენმა.

წინა სტატია“შეხედეთ სახეებზე: რამდენის არიან? 13? 14? 15?” – ოლექსი გონჩარენკო
შემდეგი სტატიაპუტინი ახლა მსოფლიოსგან იზოლირებულია ისე, როგორც არასდროს – ბაიდენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური