უკრაინამ, შესაძლოა, ბელორუსზე პრევენციული სარაკეტო დარტყმა განახორციელოს – დანილოვი

0
225
უკრაინული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ მოამზადა ბელორუსში მდებარე იმ წერტილების სია, რომლებზეც განახორციელებს პრევენციულ სარაკეტო დარტყმებს იმ შემთხვევაში, თუ ბელორუსი საბოლოოდ გადავა რუსი აგრესორების მხარეს. 
პრევენციული სარაკეტო დარტყმების დასაშვებობის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი დანილოვმაც დაადასტურა, თუმცა, ამ ზომების მიღების შესახებ ჯერჯერობით არ განუცხადებია უკრაინის უმაღლეს მთავარსარდალს. 
წინა სტატიაევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია“ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესორი, რაც შეიძლება მალე” – ზელენსკი ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური