მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურებმა უკრაინასთან ომის შეწყვეტა მოითხოვეს

რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურებმა უკრაინასთან ომის შეწყვეტა მოითხოვეს

Published on

რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურთა და დიაკვანთა ნაწილმა უკრაინასთან ომის შეწყვეტა მოითხოვა. მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები “უკრაინასთან ძმათამკვლელ ომად” მოიხსენიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “როსკომნადზორის” მოთხოვნა დაარღვიეს, სადაც აკრძალულია უკრაინის მოვლენების ომად მოხსენიება. 

მიმართვას ხელი მოაწერა რუსეთის ეკლესიის ასამდე მღვდელმსახურმა, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. 

“კაცობრიობას საშინელი სამსჯავრო ელოდება. ვერანაირი მიწიერი ძალაუფლება, ექიმები, დაცვა ვერ გვიხსნის ამ სამსჯავროსგან. თითოეული იმ ადამიანის სულზე ზრუნვის გამო, ვინც თავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი წარსდგნენ ამ საშინელ სამსჯავროზე, შვილმოკლული დედების წყევლის მძიმე ტვირთით მხრებზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მღვდელმსახურებმა ხელი მოაწერეს. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...