მთავარისიახლეებიმსოფლიორამდენად რეალურია, რომ NATO-მ უკრაინის თავზე ცა დახუროს - ექსპერტის პასუხი შეკითხვაზე

რამდენად რეალურია, რომ NATO-მ უკრაინის თავზე ცა დახუროს – ექსპერტის პასუხი შეკითხვაზე

Published on

რამდენად რეალურია, რომ ნატომ გამოაცხადოს ცის დახურვა უკრაინის თავზე, რათა ქვეყანას თავიდან აარიდოს ის ავიაიერიშები, რაც ექვსი დღეა მიმდინარეობს. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? – რუსული ოპოზიციური ტელეარხის “ნასტოიაშეე ვრემიას” წამყვანის ამ შეკითხვაზე უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ილია კუსა პასუხობს და აცხადებს, რომ ეს ჰიპოთეტურად დასაშვებია, მაგრამ მოსალოდნელი არ არის. 

“ცის დახურვა უკრაინის თავზე არ ნიშნავს იმას, რომ აი, სტოლტენბერგი გამოვა, იტყვის, რომ ნატო ხურავს უკრაინის თავზე ცას და უცებ, რუსული სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში აღარ იფრენენ – ასე მარტივად არ არის საქმე. 

ცის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ამ განცხადების უკან მდგარი ქვეყნები, ამ შემთხვევაში, ალიანსის წევრები, თავიანთ თავზე იღებენ, რომ აუცილებლად უზრუნველყოფენ დახურულ ცას, ეს კი ნიშნავს, რომ ნატო ძალიან ახლოს იქნება რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩასაბმელად. არა მგონია, ამისთვის დასავლეთი მზად იყოს.

ნატო ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა საფრთხე ემუქრება მის სამხედრო ინფრასტუქტურას და ნატოს ჯარისკაცებს. ბოლოს ნატოს ასეთი განცხადება, ცის დახურვის შესახებ, ჩვენ გვახსოვს 2011 წელს, ლიბიაში, მაშინ ნატოს ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ლიბიას, ცხადია, არ ჰქონდა, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში სხვა სურათია, – ამბობს ილია კუსა. 

შეგახსენებთ, 28 თებერვალსა და 1 მარტის დილიდან ხარკოვი რუსული ავიადარტყმების სამიზნეა. ჭურვი ჩამოვარდა ევროპის ყველაზე დიდ თავისუფლების მოედანზე, საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან. არიან დაჭრილები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დაბომბვის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს “ტერორისტი სახელმწიფო” უწოდა და მთელ მსოფლიოს მოუწოდა, რუსეთის ტერორისტობა აღიარონ. 

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...