“ყველა მოედანი თავისუფლების მოედანი გახდება!” – ზელენსკის ემოციური მიმართვა ევროპარლამენტს

0
226

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციური მიმართვის შემდეგ ევროპარლამენტის წევრები ფეხზე წამოდგნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ევროპარლამენტს მოუწოდა, უკრაინას მხარი დაუჭირონ.

“ყველა მოედანი თავისუფლების მოედანი გახდება, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა ბავშვებმა იცოცხლონ. მე მგონია, რომ ეს ლეგიტიმური სურვილია, რადგან მხოლოდ გუშინ 16 ბავშვი დაიღუპა. და ამის შემდეგ, პუტინი ისევ იტყვის, რომ ეს რაღაც ოპერაციაა. სად მუშაობენ ჩვენი შვილები, რომელი ტანკებით დადიან? 

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ. ჩვენთან ერთად ევროკავშირი უფრო მტკიცე იქნება. ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ძალას, თქვენ გვაჩვენეთ, რომ ჩვენთან ხართ, რომ თქვენ ევროპელები ხართ – მაშინ სიცოცხლე სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

წინა სტატიაბელარუსი სამხედროები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ
შემდეგი სტატიახარკოვში, ევროპის ყველაზე დიდი მოედნის დაბომბვის შედეგები [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური