პრეზიდენტი სააკაშვილი: ის, რომ მე ტყვედ ვარ აყვანილი, ზრდის საქართველოზე რუსეთის მხრიდან დარტყმის ალბათობას – პუტინმა უკრაინაში უნდა წაიტეხოს კბილები.

0
268

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ისევ   გამოცხადდა  შესვენება – მიხეილ სააკაშვილი პროცესზე ისევ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლოზე მეორედ გახდა შეუძლოდ. 

მე კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ხელისუფლებას, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით პირდაპირ, იქ მე მელოდებიან ამ განსაკუთრებით საშიშ პერიოდში. მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემს მთავარსარდალთან. გეყოთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან: დროზე გაუშვი სააკაშვილი იქ. ასე ჯობია საქმისთვისაც და საქართველოს სამომავლო რეპუტაციისთვისაც.,,თქვა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მანამდე სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ  მისი საქართველოში ტყვეობა ზრდის საქართველოზე რუსეთის მხრიდან დარტყმის ალბათობას.  

მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქ ივანიშვილს მიმართა და უკრაინაში გაშვება მოითხოვა. მან აქამდეც მოუწოდა ხელისუფლებას გაუშვან უკრაინაში და დროებით შეაჩერონ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

 ,,მინდა ყველამ კარგად გავიაზროთ, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მხრიდან დარტყმის ალბათობას ის, რომ მე ტყვედ ვარ აყვანილი. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა,  მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. 

ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, მხოლოდ ამის გამო შეიძლება, დაარტყას საქართველოს. მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მე მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს, იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან, ჩემს მთავარსარდალთან კიევშიპუტინმა უკრაინაში უნდა წაიტეხოს კბილები“- თქვა სააკაშვილმა.

წინა სტატიახარკოვში, ევროპის ყველაზე დიდი მოედნის დაბომბვის შედეგები [Video]
შემდეგი სტატიასირცხვილს დღეს კონკრეტული სახელი და გვარი აქვს და ესაა გერჰარდ შრიოდერი – ფრიდმანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური