ონში უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს

0
297

ქალაქ ონში ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა. 

დილიდან ქალაქის ქუჩებში ადგილობრივები, მათ შორის, ბავშვები უკრაინის სახელმწიფო დროშებითა და მხარდამჭერი ლოზუნგებით გამოვიდნენ. 

“ონში დღეს უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია გავმართეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ თავისუფლებისთვის თავგანწირვით მებრძოლ მოძმე ხალხს. ჩვენს პატარა ქალაქს გამოცდილი აქვს რუსული აგრესია, ჩვენს ცას, ჩვენს ქუჩებს მწარედ ახსოვთ რუსული ავიაგამანადგურებლების გამაყრუებელი ხმა და ჩვენთვის უშურველად გამეტებული ასობით ბომბი.

ამიტომ არ შეგვეძლო, სოლიდარულნი არ ვყოფილიყავით და არ გაგვეჟღერებინა ჩვენი სურვილები – გაუძელი, გაძლიერდი და გაიმარჯვე, უკრაინა!”, – წერს ონელი ინგა მეტრეველი “ფეისბუქზე” და აქციის ფოტოებს აქვეყნებს. 

წინა სტატიამელიტოპოლში რუსულ კოლონას მოსახლეობა გადაუდგა, ოკუპანტები ჰაერში ისვრიან – გერაშენკო [Video]
შემდეგი სტატიადაუშვებელია ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდეს ადამიანი, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ნებასა და ინტერესებს – ქართველი მწერლები ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური