ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა

0
203

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა.

მანამდე კი, დღეს ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა ღიად და ხისტად ისაუბრეს რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის მხარდასაჭერად, მტკიცე და ერთიან პოზიციას გამოხატავდნენ.

ისტორიული სხდომა კი ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვით დაიწყო, რასაც ოვაციები მოჰყვა. დაამტკიცეთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ-ზელენსკის ეს სიტყვები რუსული გამანადგურებლების ფონზე ისმოდა, რომლებიც ისევ დასახლებულ პუნქტებს ბომბავდნენ.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტის შენობასთან შეკრებილ უკრაინელებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ მიმართა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა, რის შემდეგაც უკრაინის ჰიმნმა გაიჟღერა.

წინა სტატიასაქართველოს მთავრობა, иди на х*й! – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაუკრაინამ, შესაძლოა, ბელორუსზე პრევენციული სარაკეტო დარტყმა განახორციელოს – დანილოვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური