მთავარისიახლეებიმსოფლიობლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ ოკუპანტები ზურგის გამაგრებაზე ფიქრობენ - 60 კმ-იანი კოლონა ბლეფია

ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ ოკუპანტები ზურგის გამაგრებაზე ფიქრობენ – 60 კმ-იანი კოლონა ბლეფია

Published on

უცხოური მედიასაშუალებების მიერ 28 თებერვალს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა კიევს 60 კმ-ზე გაჭიმული რუსული სამხედრო კოლონა უახლოვდება, კორექტირებულია და მონაცემები განახლებულია. ინფორმაციაში ნათქვამი იყო რომ კოლონა უკრაინისკენ ბელორუსიდან მიემართებოდა. 

სი ენ ენმა დააზუსტა ინფორმაცია McKenzie Intelligence Services თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამ დროისთვის გარკვეულია რომ კოლონა 60 კმ სიგრძის არაა და ეს არის ლოჯისტიკური პაკეტების სერია, რომლებიც გადასროლილია ბელორუსის საზღვრის უდიდესი ავტომაგისტრალისკენ, რათა ის შეუერთდეს კიევის დაჯგუფების ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ რუსულ შენაერთებს. 

კოლონა ჯავშანტექნიკისგან შედგება, არის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები (ბმპ), მაგრამ ძირითადად, ეს არის ზურგის უზრუნველყოფის სატრანსპორტო საშუალებები, რომლის რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ხანმოკლე ბრძოლებზეა გათვლილი.  

“ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ ოკუპანტები მხოლოდ ზურგის გამაგრებაზე ფიქრობენ”, – ამბობენ სამხედრო ექსპერტები. 

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...