მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილს ისეთივე სანქციები უნდა დაუწესდეს, როგორიც რუს ოლიგარქებს დაუწესდა.

ბიძინა ივანიშვილს ისეთივე სანქციები უნდა დაუწესდეს, როგორიც რუს ოლიგარქებს დაუწესდა.

Published on

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი  “ქართული ოცნების” დამფუძნებლისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. 

ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აშშ-მ და ევროპამ ისეთივე სანქციები უნდა დაუწესოს, როგორი სანქციებიც რუს ოლიგარქებს დაუწესა. პირველი ლეიბორისტი ამბობს, რომ ივანიშვილს კაპიტალი რუსეთში აქვს ნაშოვნი, ნაწილი კი “ქართველი ხალხის ძარცვით” მოაგროვა.

უკრაინაში კაცობრიობა დადგა, გლობალური მესამე მსოფლიო, ბირთვული ომის საფრთხესთან, რომელიც მოამზადა რუსულმა ოლიგარქიამ, სადაც ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ, საქართველოს ტოტალიტარული მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, რომელის ქონების სანქცირებაზე ჩვენ 10 წელია ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვაყენებთ საკითხს ამ მილიარდებიდან გამოტანებულია მოსკოვიდან საქართველოს დასამონებლად, ხოლო ნაწლი ართმეულია ჩვენი ქვეყნის ძარცვა-გლეჯით და გარადიცხულია ამერიკა-ევროპის ქვეყნებში.

ვფიქრობ დღეს, როდესაც აჩვენეს პროცესებმა, რომ ივანიშვილის რეჟიმი კოალიციაშია ლუკაშენკო-პუტინთან, ამ დიდი ომის პროცესში, სადაც კაცობრიობა დადგა ცალკე და ჯგუფი კი, კუთხეში მოქცეულია, როგორც ვირთხები. ვფქირობ მეტი მტკიცება რაღა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილზე ამერიკამ და ევროპამ დააწესოს იგივე სანქციები, რად დღეს და გუშინ დაუწესა მთელ რუსულ ოლიგარქიას. ეს ჩვენი ხალხის გამოხსნა იქნება პუტინის ტყვეობიდან. – თქვა ნათელაშვილმა

სიახლეები

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...