VTB ბანკი საქართველოს ნაკრების სპონსორი აღარ იქნება – ფეხბურთის ფედერაცია

0
260

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ ვიტიბი ბანკი, რომლის ქართული ფილიალიც მოხვდა აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში, აღარ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი. 

VTB ბანკი იყო როგორც ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი, აგრეთვე ეროვნული და  ასაკობრივი ნაკრებებისაც. ჩვენ მათთან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი ვთქვით. რა თქმა უნდა, საკონტრაქტო ხელშეკრულებები და ვალდებულებები არსებობს, რაც გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს და მიმდინარეობს. თუმცა, 25 თებერვლიდან, როდესაც ეროვნული ლიგა დაიწყო, სტადიონებსა და მის პერიმეტრზე უკვე VTB-ს აღარცერთი ბანერი აღარ იყო. აგრეთვე, VTB ბანკის წარწერები და რეკლამები აღარ იქნება აღარც სავარჯიშო ატრიბუტიკასა და ფედერაციის ვებგვერდზე”. – ამბობს მუჯირი.

VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი 2020 წლიდან იყო. 

წინა სტატიაქართველი მოხალისეებისთვის ორგანიზებულ უკრაინულ სპეცრეისს თბილისში დაჯდომის ნება არ მისცეს
შემდეგი სტატიარუსეთის ძალები უკვე კიევიდან 15 კმ-ით დაშორებულ ბროვარს უტევენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური