მთავარისიახლეებიმსოფლიოუნდა დაფიქრებულიყვნენ, სანამ ჩაწერდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან -...

უნდა დაფიქრებულიყვნენ, სანამ ჩაწერდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან – ნებენზი

Published on

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილ ნებენზიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის “წითელი ხაზია უკრაინის მიღება ნატოში”. 

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში საქართველოც ახსენა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს “მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა” უწოდა:

“იმ კრიზისს, რომელიც ახლა უკრაინაშია, უფრო ფართო კონტექსტი აქვს: ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსეთი-ნატოს ბუქარესტის სამიტზე ვ. პუტინმა გააფრთხილა ალიანსის წევრები, რომ სამგზის დაფიქრებულიყვნენ, სანამ ამაყად ჩაწერდნენ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. პრეზიდენტს ეს წარმოუდგინეს, როგორც უდიდესი კომპრომისი, რომელსაც გერმანიამ და საფრანგეთმა მიაღწიეს იმის სანაცვლოდ, რასაც აშშ ითხოვდა – საქართველოსთვის და უკრაინისთვის პირდაპირ მაპ-ის მინიჭება.
 
შემდეგ იყო 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის. მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ნატოსგან და რომელშიც, ფაქტების უგულებელყოფით, რუსეთი დაადანაშაულეს, შემდეგ კი იყო 2014 წელს სისხლიანი და ანტიკონსტიტუციური გადატრიალება კიევში, რის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდნენ რადიკალური ძალები”, – განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილ ნებენზიმ.

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...