მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელი ნაციონალისტები მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ - გაეროში რუსეთის წარმომადგენელი

უკრაინელი ნაციონალისტები მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ – გაეროში რუსეთის წარმომადგენელი

Published on

“უკრაინელი ნაციონალისტები უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქცევიან და არამხოლოდ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, მოსახლეობას იყენებენ ცოცხალ ფარად”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილ ნებენზიმ განაცხადა. 

მისი თქმით, არსებობს “უამრავი მტკიცებულება”, რომელიც ცხადყოფს, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, “უკრაინელი ნაციონალისტები ათავსებენ საარტილერიო დანადგარებს სპეციალურად საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს. ამის მიუხედავად, რუსეთი არ მიმართავს საპასუხო ზომებს და არ ახდენს ამ ადგილების მიზანში ამოღებას” , – აცხადებს ნებენზი. 

შეგახსენებთ, საცხოვრებელი კორპუსების, ძირითადად, მძინარე უბნების დაბომბვის შედეგად ხარკოვში 11 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაიჭრა. 

“მამა, არ მოკვდე, გეხვეწები!…” – ხარკოვში, საავიაციო შეტევის დროს, შვილის თვალწინ მამა დაიღუპა (ვიდეო)

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...