მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველო ასეთი ხელისუფლებით და ხალხით, რომელიც მას ირჩევს, მეგობარი ვერ იქნება -...

საქართველო ასეთი ხელისუფლებით და ხალხით, რომელიც მას ირჩევს, მეგობარი ვერ იქნება – ანატოლი გრიცენკო

Published on

უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ანატოლი გრიცენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უკრაინელებისთვის უცხოა.

“ომი ყველაფერს შავ-თეთრს ხდის.

მეგობარი – მტერია. საკუთარი – უცხო. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება – ჩვენთვის უცხოა.

როგორ მოიქცევა ქართველი ხალხი, რომელსაც ჩვენ 2008 წელს ყოველმხრივ დავეხმარეთ – ვნახავთ.

ისეთი საქართველო, როგორსაც ახლა ვხედავთ, ასეთი ხელისუფლებით და ხალხით, რომელიც ასეთ მთავრობას ირჩევს და ითმენს – ვეღარ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი (როგორც ეს ამ დრომდე ითვლებოდა) და ასეთს [საქართველოს] არ ვისურვებდი არც ევროკავშირში და არც NATO-ში. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იფიქროს და გადაწყვიტოს, სურთ თუ არა, ჰქონდეთ უფლება, ეწოდებოდეთ ერი და სანდო პარტნიორი”, – წერს ანატოლი გრიცენკო. 

შეგახსენებთ, საქართველო არ მიუერთდა იმ სანქციებს, რომლებიც ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს დაუწესა, ამას გარდა, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შემჩერებელი არავინ არის, ხოლო სანქციები გამოსავალი არ არის. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...