მთავარისიახლეებიმსოფლიორას გეგმავდა, რა არ გამოუვიდა და რას გეგმავს პუტინი უკრაინაში - უკრაინელი...

რას გეგმავდა, რა არ გამოუვიდა და რას გეგმავს პუტინი უკრაინაში – უკრაინელი სამხედრო ექსპერტის ანალიზი

Published on

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, წარსულში რეაქტიული არტილერიის ოფიცერი ოლეგ ჟდანოვი მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე იმ ბლიცკრიგზე საუბრობს, რომელიც ვლ. პუტინს უკრაინაში არ გამოუვიდა და იმასაც პროგნოზირებს, რა ნაბიჯები დარჩა და რა შეიძლება აირჩიოს რუსეთმა. 

“ვლადიმირ პუტინი გეგმავდა ბლიცკრიგს, რაც არ გამოუვიდა. ამ დროისთვის რუსეთმა ამოწურა იმ დაჯგუფებების რესურსი (ხაზს ვუსვამ, მთელი შეიარაღებული ძალების კი არა, მხოლოდ კონკრეტული დაჯგუფებების), რომლებიც უკრაინაში შეიყვანა. მას სჭირდება დრო, რათა ძალების გადაჯგუფება მოახდინოს. ამიტომაც წამოიწყო მოლაპარაკების პროცესი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ახლა ბელორუსის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების ახალი ნაწილების გადასროლა უკრაინისკენ. ეს იქნება კიევზე მეორე შტურმის დაწყება. მაგრამ ჩვენ ყველაფერი ეს, რაც ახლა ხდება, გათვლილი გვქონდა და ამას მომზადებული შევხვდით.”, – უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, რეაქტიული არტილერიის ოფიცერი, ოლეგ ჟდანოვი. 

“საქმე ის გახლავთ, რომ ვლადიმირ პუტინმა ტაქტიკა შეცვალა. ის გეგმა, რომელიც ბლიცკრიგზე იყო დამყარებული, რუსეთს ჩვენ ჩავუშალეთ: მათი გეგმა იყო სამი მხრიდან შეტევა – აეღოთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ჩვენი ადმინისტრაციული საზღვრების გარღვევით და შედეგად მიეღოთ კიევის კაპიტულაცია. ჩვენ გავუძელით იმ 96 საათის განმავლობაში, რა დროზეც გათვლილი იყო ეს ოპერაცია. ამის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება, არ დაინდონ მშვიდობიანი მოსახლეობა და სწორედ ამითაა გამოწვეული ის დამანგრეველი შედეგები დღეს, რასაც ჩვენ ვიმკით”, – აცხადებს ოპოზიციური ტელეარხის “ნასტოიაშეე ვრემიას” ეთერში სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...