მთავარისიახლეებიმსოფლიოქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში! - უკრაინის პრემიერი

ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში! – უკრაინის პრემიერი

Published on

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც არ მისცა თბილისის აეროპორტში დაჯდომის უფლება თვითმფრინავს, რომელსაც სპეცრეისით უნდა წაეყვანა ქართველი მოხალისეები აეროპორტში. სპეცრეისი 18:00-ზე უნდა შესრულებულიყო. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო ლეგიონის შექმნა დააანონსა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისეები იომებდნენ. საქართველოდან ამ ლეგიონში შესვლის სურვილი გამოთქვა ათეულობით ადამიანმა, მიმართა უკრაინის საელჩოს, დარეგისტრირდნენ, უკრაინის მხარემ მათ წასაყვანად სპეცრეისი ჩანიშნა. 

“მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – წერს Twitter-ზე უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.

“თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – წერს დენის შმიგალი. 

შმიგელის ტვიტს ოფიციალური ხელისუფლებიდან დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ტვიტი უკრაინის პრემიერმინისტრს არ ეკუთვნის. 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...