მთავარისიახლეებიმსოფლიოქართველი მოხალისეებისთვის ორგანიზებულ უკრაინულ სპეცრეისს თბილისში დაჯდომის ნება არ მისცეს

ქართველი მოხალისეებისთვის ორგანიზებულ უკრაინულ სპეცრეისს თბილისში დაჯდომის ნება არ მისცეს

Published on

საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებული, ქართველი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიზეზი ისაა, რომ სავარაუდოდ, ქართულმა მხარემ უარი უთხრა თბილისში დაჯდომაზე თვითმფრინავს, რომლითაც მოხალისეები უნდა გადაეყვანათ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ფორმულასთან ამბობს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.

“ამ წუთას გავიგე, რომ ჩვენმა მთავრობამ დაბლოკა უკრაინული ბორტის შემოსვლა, რომელმაც უნდა წაიყვანოს მოხალისეები უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის მთავრობის ლაჩრული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილება”, – ამბობს ქაცარავა.

მისივე განცხადებით, ახლა ალტერნატიული გზებით წასვლას განიხილავენ. შეგახსენებთ, სპეცრეისი უკრაინაში 18:00 საათზე უნდა შემდგარიყო.

სპეცრეისი უკრაინაში – საქართველოდან 80 ადამიანი მოხალისედ მიდის

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...