გადადგეს მოღალატე ღარიბაშვილი – ზუგდიდში აქცია დაიგეგმა

0
265

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია დაიგეგმა.დაანონსებული საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.

“დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვლმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ,,კიევი იბომბება და სანქციები არ ამართლებს“.
წარმოდგენილი რიტორიკა არის იმ პროპაგანდისტული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც პუტინის რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს დანარჩენ სამყაროს.
არსებული ვითარება გვიჩვენებს, რომ დასავლეთის ერთიანობა საერთო მტრის წინააღმდეგ არის მტკიცე, რასაც ადასტურებს ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები.
თუ თვლი, რომ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადება ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს მაშინ გელოდებით აქციაზე და ერთად ვუთხრა უარი რუსულ პროპაგანდას და მოვითხოვოთ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა”. – წერია გავრცელებულ განცხადებაში

წინა სტატიაუკრაინამ გაანადგურა რუსული თვითმფრინავი, რომელმაც გუშინ 4-ჯერ დაბომბა მარიუპოლი
შემდეგი სტატიასანქციების გამო, ლავროვი გაეროს სესიაზე დასასწრებად ვერ მიდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური