მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინა - 27 თებერვლის ქრონიკა შუაღამის შემდეგ (განახლებადი)

უკრაინა – 27 თებერვლის ქრონიკა შუაღამის შემდეგ (განახლებადი)

Published on

უკრაინის დედაქალაქ კიევზე 26 თებერვლის საღამოს მასირებული რუსული შეტევები დაიწყო. კიევი სამიზნეა როგორც სახმელეთო შენაერთებისა და დივერსანტებისთვის, ასევე გახდა საჰაერო დარტყმების ობიექტი.  ამ მასალაში შეგიძლიათ წაიკითხოთ და ნახოთ, რა ხდებოდა უკრაინაში 26 თებერვლის საღამოს და 27 თებერვლის ღამეს, როგორც კიევის, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

–

02:40

კიევთან რაკეტა მოხვდა საავადმყოფოს, არის მსხვერპლი

02:38

რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა ესროლეს ხარკოვში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს”- 

02:35

ხერსონში შემავალ სოფელ ზელიონოვკაში, რუსმა ოკუპანტებმა ავტომატური იარაღით დახვრიტეს სამოქალაქო ჟურნალისტი დილერბეგ შაკიროვი

02:18

ხერსონთან ახლოს, შეტაკების დროს უკრაინელებმა რუსული ჯავშანკოლონა გაანადგურეს, მოკულილა ჩეჩენი გენერალი მოჰამედ ტუშაევი

02:15

კიევის თავზე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ორი “ილ” (რუსული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი) ჩამოაგდეს. ინფორმაციას რადის დეპუტატი გალინა ტრეტიაკოვი ავრცელებს.

02:00

გავრცელებული ინფორმაცია კიევში საპარაშუტო დესანტის გადმოსხმის შესახებ არ დასტურდება. ფოტოზე უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგი ჩანს. – ირინა გერაშენკო

00:32

აფეთქების ხმები ისმის კიევში ობოლონის, გოსტომელისა და ბუჩის მხრიდან

00:18

ეუთოს მისია იტყობინება, რომ მისიის ოფისთან ახლოს, კიევში, სროლის ხმა ისმის.

00:15

“ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, კიევისკენ ყველაფერს გამოუშვებენ, რაც ფაშისტებსაქვთ. მოემზადეთ და ეძიეთ თავშესაფარი”, – წერს რადის დეპუტატი ირინა გერაშენკო.

სიახლეები

ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. დოკუმენტი საკანონმდებლო...

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...