შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუკი არჩევნების თარიღი გადავადდება

0
324

,,მე მივიღე გადაწყვეტილება შევაჩერო  მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში რადგან  ნორმალური საარჩევნო პროცესების წარმართვა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში პრაქტიკულად შეუძლებელია.” – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ და მოუწოდა ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები.

„რუსეთის აგრესიამ მთლიანად შეცვალა ვითარება ჩვენ რეგიონში და საქართველოში. რუსეთის ინტერვენციის შედეგად საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა და ახლა ჩვენს ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისით. მთელი “ლელოს” რესურსი კონსოლიდირებულია იმაზე, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. მე უკვე სამი დღეა, იმის შემდგომ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შევაჩერე რუსთავში საარჩევნო კამპანია, სადაც აქტიური შეხვედრები მქონდა მოსახლეობასთან, სადაც ძალიან დიდი სითბო და მხარდაჭერა მივიღე, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან უკიდურესად დაზაფრულები, საარჩევნო პროცესების წარმოება შეუძლებელია.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს თავისუფლების ბედიც. შესაბამისად, ყველა რესურსი, მათ შორის, სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს მობილიზებული უკრაინის დასახმარებლად და ჩვენ ყველამ მტკიცე პასუხი უნდა გავცეთ პუტინს და მის მარიონეტებს, რომლებიც მრავლად არიან სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, ” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი არჩევნების თარიღი გადავადდება.

წინა სტატიარუსეთის ჯარი დემორალიზებულია – უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი
შემდეგი სტატიავლადიმირ პუტინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან გარიცხეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური