ამერიკელი და ბრიტანელი ვეტერანი სპეცრაზმელები უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში შეუერთდებიან

0
549

სპეციალური ოპერაციების ძალების 10 ვეტერანთა ჯგუფი პოლონეთში უკრაინაში გადასასვლელად ემზადება. ინფორმაციას Buzfeednews აშშ-ს სამხედრო ვეტერანზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ჯგუფი დაკომპლექტებულია, აშშ-ს 6, ბრიტანეთის სამი და გერმანიის ერთი მოქალაქისგან.

ისინი NATO-ს მიერ გაწვრთნილი და კონტრტერორიზმის სფეროში გამოცდილები არიან. გამოცემის ცნობით, ორი ყოფილი ამერიკელი ქვეითი ოფიცერი ასევე უკრაინაში ჩასვლასა და ჯგუფისთვის ხელმძღვანელობას გეგმავს.

წინა სტატიაისტორიაში პირველად, ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს
შემდეგი სტატიაReuters: 5 კმ სიგრძეზე გაჭიმული რუსული სამხედრო კოლონა კიევიდან 60 კმ-ზეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური