ჟურნალისტებმა ზუგდიდში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

0
324

“სოლიდარობა უკრაინელ ჟურნალისტებს და უკრაინელ ხალხს” – ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში ჟურნალისტებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.მედიის წარმომადგენლებმა აქციაზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოფინეს და მდუმარე აქციით გააპროტესტეს რუსული აგრესია და ომი უკრაინის წინააღმდეგ. აქციას ზუგდიდში მყოფი ბრიტანელი ჟურნალისტიც  შეუერთდა
“ჩვენ ვიცით რა არის ომი, რადგან რუსეთთან ეს უკვე გამოვიარეთ 2008 წელს და იგივე გრძელდება დღეს უკრაინაში. პირველ რიგში ამ აქციით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სრულიად უკრაინას. რადგან ვფიქრობთ, რომ მათთვის თითოეული თუნდაც მცირედი მხარდაჭერაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან. დიდება უკრაინას, არა ომს, რისეთი ოკუპანტია”- ასე მიმართეს სამეგრელოდან ჟურნალისტებმა უკრაინელებს და ამ ფორმით გაამხნევეს ისინი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად იმართება. რუსულ აგრესიას და ოკუპაციას აპროტესტებს სრულიად ცივილური სამყარო და მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

წინა სტატიასად ვერ იასპარეზებს რუსეთი – მისთვის გაუქმებული და/ან აკრძალული ტურნირების სრული სია
შემდეგი სტატიაПутин – х**ло – წარწერა უკრაინული ელმავლის ტაბლოზე, მარშრუტის ნაცვლად
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური