მთავარისიახლეებიმსოფლიოშეტაკებების არეალი, მტრის დანაკარგი და ვითარება ამ დროისთვის - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

შეტაკებების არეალი, მტრის დანაკარგი და ვითარება ამ დროისთვის – უკრაინის გენშტაბის მონაცემები

Published on

უკრაინის გენერალური შტაბის პრესსამსახური იტყობინება, რომ გაერთიანებული ძალების მიერ 26 თებერვლის მოცემული დროისთვის С-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოგდებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი საფრენი აპარატი: ვერტმფრენი და მოიერიშე Су-25.
ამავე განცხადების მიხედვით, უკრაინულმა გამანადგურებელმა Су-27-მა წარმატებული შეტევა განახორციელა რუსეთის საჰაერო ძალების Ил-76-ზე და გაანადგურა იგი. 
კიდევ ერთი რუსული Су-25, რომელიც ვინიცის მხარეს მიფრინავდა, უკრაინის კუთვნილმა Су-27-მა ჩამოაგდო.
ამ დროისთვის მძიმე შეტაკებები გრძელდება კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვთან, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ჰაერიდან დესანტის გადასხმა დააპირეს, თუმცა შეტევა მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.
ამავე განცხადების თანახმად, შეტაკებები მიმდინარეობს ასევე კიევის ქუჩებში და მტერი ყველგან გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება. 

სიახლეები

უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი უკვე შეაჩერა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების იერიშების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტმა...

1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

“ამ ყველაფრის სანდოობას გადავამოწმებთ. თუმცა, თუ ეს მათი რეალური გეგმებია, მაშინ ისინი აგრესიული და...

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს -...

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...