მთავარისიახლეებიმსოფლიოსად ვერ იასპარეზებს რუსეთი - მისთვის გაუქმებული და/ან აკრძალული ტურნირების სრული სია

სად ვერ იასპარეზებს რუსეთი – მისთვის გაუქმებული და/ან აკრძალული ტურნირების სრული სია

Published on

უკრაინაში შეჭრისა და იქ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო დღითიდღე იზრდება იმ ტურნირებისა და შეჯიბრებების, ჩემპიონატების სია, სადაც რუსეთის ნაკრები ან რუსეთის ცალკეული გუნდები და სპორტსმენები ვერ იასპარეზებენ. 

რუსეთისთვის გაუქმებული ტურნირების სიას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აქვეყნებს.

ფეხბურთი

* 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანეს.

* რუსული კლუბები ევროთასების საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარებენ.

* რუსეთის ნაკრები უეფა-ს ეგიდით მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარებს.

* პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა უარი თქვეს მოსკოვში გამგზავრებაზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩების ჩასატარებლად.

 

კალათბურთი

* საკალათბურთო ევროლიგამ გაურკვეველი ვადით გადადო ცსკა-ს, უნიქს-ისა და ზენიტის მატჩები.

* ლიეტუვას ჟალგირისი ბოიკოტს უცხადებს ევროლიგაზე ცსკა-სა და ზენიტის წინააღმდეგ მატჩებს.

* ესტონეთის კალევი და პოლონეთის ზელენა-გურა გავიდნენ ვთბ-ის საკალათბურთო ლიგიდან.

* ნიდერლანდებმა უარი თქვა კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რუსეთის მასპინძლობაზე.

 

სხვადასხვა

* საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა ტურნირების გაუქმების ან გადადების შესახებ რუსეთსა და ბელარუსში.

* ფორმულა 1-მა გააუქმა 2022 წელს რუსეთის გრანპრი.

* 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა მოსკოვში აღარ გაიმართება.

* ფინეთის იოკერიტი და რიგის დინამო ჰოკეის კონტინენტალური ლიგიდან გამოდიან.

* შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვეს რუსეთში ბურთით ჰოკეის მსოფლიოს 2022 ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

* პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ გააუქმა მოსკოვის ტურნირი.

* გაუქმდა სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის ეტაპები, რომლისთვისაც რუსეთს უნდა ემასპინძლა (სულ 6 ეტაპი).

* რუსი სპორტსმენები სათხილამურო სახეობებში დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოვლენ.

* რუსეთს ჩამოართვეს ქერლინგში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...