მთავარისიახლეებიმსოფლიო"...როდესაც მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესები არიან" - ზელენსკი ქართველ ხალხს მადლობას უხდის

“…როდესაც მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესები არიან” – ზელენსკი ქართველ ხალხს მადლობას უხდის

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ ხალხმრავალ აქციებს ეხმიანება და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

,,საოცარი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს მხარდაჭერა სჭირდება! 🇬🇪🇺🇦მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები თავიანთ მთავრობაზე უკეთესები არიან”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

შეგახსენებთ, თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. განსაკუთრებით ხალხმრავალი აქცია გაიმართა თბილისში, სადაც რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი, ფაქტობრივად, გადავსებული იყო. 

თბილისის აქციის ფგოტო ტელეგრამ-არხზე გამოასქვეყნა შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომაც, რომელმაც ფოტოს აღწერილობაში საქართველოს პრემიერმინისტრს “რუსეთის ფედერაციის მარიონეტი” უწოდა. 

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ტელეგრამ-არხზე საქართველოს პრემიერს “რუსეთის მარიონეტი” უწოდეს

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...