მთავარისიახლეებიმსოფლიოქართველებს სურთ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მაგრამ მათი რუსეთის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია -...

ქართველებს სურთ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მაგრამ მათი რუსეთის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია – გერაშენკო

Published on

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება.

ის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “რუსეთის მარიონეტს” უწოდებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს, კრემლის წინააღმდეგ სანქციების შემოღება.

“თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ქართველებს სურთ სანქციების დაწესება რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ მათი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია”, – წერს ანტონ გერაშენკო “ტელეგრამში”.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უკრაინელებისა და უცხოელი დიპლომატების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ეს გადაწყვეტილება “ეროვნული ინტერესებით” ახსნა. ასევე, თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს: “უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია”.

გარდა ამისა, მან უკრაინის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩაშალა. “რა თქმა უნდა არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ “არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება” და განვითარებული მოვლენების ფონზე, არც უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს: “პიარით უსაფრთხოების საბჭოს გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არაა, საქმეზე ვფიქრობ”.

ღარიბაშვილის ამ განცხადებებს უკრაინის რადას დეპუტატი, გონჩარენკოც გამოეხმაურა: “არა უშავს ირაკლი. როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე”.

გუშინ საღამოს, თბილისის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და განაცხადეს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მათ პოზიციას არ გამოხატავს.

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...