მთავარისიახლეებიმსოფლიოსაშინელი რუსული რაკეტები უტევენ კიევს, მსგავსი რამ ბოლოს 1941 წელს მოხდა -...

საშინელი რუსული რაკეტები უტევენ კიევს, მსგავსი რამ ბოლოს 1941 წელს მოხდა – კულება

Published on

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ რუსეთი კიევზე საშინელ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებს.

როგორც ის twitter-ზე წერს, ასეთი რამ კიევში ბოლოს მაშინ მოხდა, როდესაც დედაქალაქს ნაცისტური გერმანია დაესხა თავს.

“საშინელი რუსული რაკეტები უტევენ კიევს. მსგავსი რამ ჩვენმა დედაქალაქმა ბოლოს 1941 წელს განიცადა, როდესაც მას თავს ნაცისტური გერმანია დაესხა. უკრაინამ დაამარცხა ის ბოროტება და ამ ბოროტებასაც დაამარცხებს. შეაჩერეთ პუტინი. მოახდინეთ რუსეთის იზოლირება. გაწყვიტეთ ყველა კავშირი. გააგდეთ რუსეთი ყველაფრიდან”, – წერს კულება.

Horrific Russian rocket strikes on Kyiv. Last time our capital experienced anything like this was in 1941 when it was attacked by Nazi Germany. Ukraine defeated that evil and will defeat this one. Stop Putin. Isolate Russia. Severe all ties. Kick Russia out of everywhete.

— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 25, 2022
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.

გარდა ამისა, რუსებმა სარეკო დარტყმა განახორციელეს უკრაინელ მესაზღვრეებზე ზაპოროჟიეს ოლქში. თავდასხმის შედეგად მესაზღვრეებს შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...