უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მოქალაქეებს მიმართავს და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კიევში ახლა დილის 7:30 საათია.
“რუსეთს მოუწევს ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები და შეაჩეროს ეს შემოჭრა.
რაც უფრო ადრე დაიწყება საუბარი, მით უფრო მცირე იქნება რუსეთის დანაკარგები”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ სანამ შეტევები არ შეჩერდება ისინი მანამდე დაიცავენ საკუთარ ქვეყანას.
ღამით ზელენსკიმ თქვა, რომ დედაქალაზე შეტევის მიუხედავად არ აპირებს კიევი დატოვოს.