ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დღეს ზუგდიდში გააპროტესტეს

0
191

პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტეს დღეს ზუგდიდში, სადაც აქციის მონაწილეებმა პლაკატები მოიტანეს წარწერებით: „ჩვენ გვრცხვენია ჩვენი მთავრობის“, ირაკლი ღარიბაშვილი არ ახმოვანებს ქართველი ხალხის პოზიციას, პუტინი მკვლელია, დიდება უკრაინას“ . აქციის მონაწილეების თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლა არის  ქვეყნისა და ქართველი ხალხის ღალატი, ასვეე პუტინის მონობის დამადასტურებელი განცხადება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა  პროტესტი ტრანსფარანტებითა და დროშებით გამოხატეს. ასევე დროას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ბოძებზე უკრაინის დროშის სტიკერები გააკრა.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით გვერდში უდგანან უკრაინას და სოლიდარობას უცხადებენ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც საქართველომ 2008 წელს გამოსცადა.

წინა სტატიავლადიმირ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა
შემდეგი სტატიაუკრაინაში შეჭრის შემდეგ ოკუპანტებმა 2.800 სამხედრო დაკარგეს – ორდღიანი დანაკარგის სრული სია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური