მთავარისიახლეებიმსოფლიოგოსტომელში, ოკუპანტთა ხელშეწყობისთვის დაკავებული პირი უკრაინელი მღვდელი აღმოჩნდა

გოსტომელში, ოკუპანტთა ხელშეწყობისთვის დაკავებული პირი უკრაინელი მღვდელი აღმოჩნდა

Published on

პირი, რომელიც ქალაქ გოსტომელში გუშინ, რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ დააკავეს, უკრაინელი მღვდელი აღმოჩნდა. 

დაკავებულს რუსი დივერსანტების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. გარკვეულია, რომ ის კორექტორი იყო და რუს ოკუპანტებს მათთვის საჭირო ლოკაციის წერტილებსა და კოორდინატებს აწვდიდა, ასევე, სპეცსანიშნეებით ნიშნავდა სხვადასხვა, ოკუპანტთათვის საინტერესო ქუჩებს, შენობებსა და დაწესებულებებს. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტთა მხარდაჭერისთვის გოსტომელში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე იყო დაკავებული, მაგრამ დივერსანტი უკრაინის მოქალაქე, მეტიც – სასულიერო პირი აღმოჩნდა. 

დაკავებულის სახელი და გვარია მიხეილ პავლუშენკო. სოციალურ ქსელებში, მის სივრცეში ძალიან ბევრი პრორუსული ინფორმაციაა გამოქვეყნებული. ასევე გაირკვა, რომ ის ხშირად წერდა პროპაგანდისტულ სტატუსებსა და კომენტარებს. 

უკრაინულ ფორმებში გადაცმული რუს დივერსანტთა ჯგუფი ლიკვიდირებულია (ვიდეო)

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...