ჩერნობილში რადიაციის დონე გაიზარდა

0
220

ჩერნობილის ზონაში დაფიქსირდა რადიაციის დონე გაიზარდა – უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, მიუთითებს იმაზე, რომ გამა გამოსხივების (წითელი წერტილები) საკონტროლო დონეები მნიშვნელოვანი რაოდენობითაა გადაჭარბებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიაზე ოკუპაციისა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, დახურულ ზონაში, რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს, ხოლო პერსონალი მძევლად აიყვანეს.

წინა სტატიასაშინელი რუსული რაკეტები უტევენ კიევს, მსგავსი რამ ბოლოს 1941 წელს მოხდა – კულება
შემდეგი სტატიაოპოზიციამ პარლამენტში უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულა – დეპუტატებს სასესიო დარბაზში არ უშვებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური