“არა უშავს, ირაკლი, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე…” – რადას დეპუტატი საქართველოს პრემიერმინისტრს

0
230
უკრაინის რადას დეპუტატი ალექსანდრ გონჩარენკო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას ეხმიანება, რომელმაც კიევში ჩაუსვლელობა საჰაერო სივრცის ჩაკეტვით ახსნა. 
რადას დეპუტატი 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი იყო მათგან, ვინც თბილისში ჩაფრინდა, უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის მიუხედავად.
“საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად.
ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა – აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა, რომ უკრაინის ცა დაკეტილია.
არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს მაგივრად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე
ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?”, – წერს ალექსანდრ გონჩარენკო.
წინა სტატიაუკრაინულ ფორმებში გადაცმული რუს დივერსანტთა ჯგუფი ლიკვიდირებულია (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსული ტანკები უკრაინაში სსრკ-ს დროშით გადაადგილდებიან (ვიდეო)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური