მთავარისიახლეებიზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

Published on

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს დილით ცნობილი გახდა რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. სოციალურ ქსელში დაანონსებულ აქციას პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე“, „ჩვენ არ გვინდა ომი,“ „ მშვიდობა უკრაინას“. აქციის მონაწილეები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ უფრო მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის ქმედებებს და არ დაუშვან ის შეცდომები, რაც მათი თქმით 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში იყო. აქციაზე გამოტანილი ქონდათ უკრაინის დროშები და შესრულდა უკრაინის ჰიმნი.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციებისთვის ემზადებიან.ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ყველაზე ცხელი წერტილი უკრაინაა, კიევის ქალაქის მთავრობა მოსახლეობას სთხოვს მიწისქვეშა თავშესაფრები მოიძიოს. გაფრთხილება საჰაერო თავდასხმის შესახებ გამოქვეყნდა. კიევში ამ წუთებში სირენების ხმა ისმის.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...