მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო - ვითარება ფრონტის ხაზზე

რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო – ვითარება ფრონტის ხაზზე

Published on

გამთენიისას რუსეთის სამხედრო ნაწილებმა გადაკვეთეს რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, საჯარისო ნაწილები უკრაინაში შეიჭრნენ ასევე ბელორუსიდან. 

სამხედრო კოლონა უკრაინაში ადილობრივი დროით 6:48 საათზე შევიდა. კიევში სირენები ჩაირთო, ვიდეო, სადაც გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მოსახლეობა ცდილობს, უკრაინის დედაქალაქი დატოვოს. ქალაქში ამ ეტაპზე პანიკა არ შეინიშნება, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მოსახლეობას ურჩევენ თავი შეაფარონ მიწისქვეშა გადასასვლელებს.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.

გავრცელებული ინფორმაცია ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო. უკრაინული მხარის ცნობით კი, ჩამოგდებულია არამარტო სამხედრო თვითმფრინავები, არამედ ვერტმფრენებიც. 

“ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენ უკრაინა ვართ, დიდება უკრაინას” – განაცხადა პრეზიდენტ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვისას. 
საგანგებო განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც და განაცხადა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართეს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ხალხი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც 8 წელია ამცირებს და გენოციდს უწყობს კიევის რეჟიმი“ – განაცხადა ვლ. პუტინმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის შეკრება უკვე დააანონსეს G7-ის ლიდერებმა და ასევე ნატოს წარმომადგენლებმა. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...