ხელისუფლებამ შეაჩეროს ქართული ტელეარხების მაუწყებლობა – ვალერი კვარაცხელია “მეხუთე კოლონის” მოთხოვნებს ახმიანებს

0
452
საქართველოში ე.წ. მეხუთე კოლონის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყოფილი ჟურნალისტი ვალერი კავარცხელია იმ მოთხოვნებს ახმიანებს, რაც ამ დროისთვის, სავარაუდოდ, აერთიანებს საქართველოში მოქმედ პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს. შეგახსენებთ, ვალერი კავარცხელია ერთერთია იმ 53 პირიდან, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მოაწერა ვლ. პუტინთან გაგზავნილ წერილს, სადაც ხელმომწერები ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოდიან. 
“სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებები
საქართველოს ხელისუფლებამ, გონიერების ნასახი თუ გააჩნია (რაშიც ეჭვი მეპარება), დღესვე უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.
უნდა შეაჩეროს ქართული (ამერიკული) ტელეარხების საქმიანობა და ქართველ ვაიჟურნალისტებს (დასავლეთის “მეხუთე კოლონას”) აუკრძალოს სიცრუისა და პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელება.
ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა.
სასწრაფოდ უნდა აუწყოს რუსეთს საკუთარი გადაწყვეტილება დასავლურ კურსზე (ნატოზე) უარის თქმის შესახებ.
სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ვერ დარჩება მოვლენებისგან მოწყვეტით, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით…”, – წერს ვალერი კვარაცხელია. 
წინა სტატიაჩემპიონთა თასის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება – Associated Press
შემდეგი სტატიაობუხოვოსთან უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ხუთი ადამიანი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური