მთავარისიახლეებიმსოფლიოხანძრის კერები სამხედრო ნაწილებსა და საწყობებში - უკრაინის საგანგებო სამსახურის მონაცემები

ხანძრის კერები სამხედრო ნაწილებსა და საწყობებში – უკრაინის საგანგებო სამსახურის მონაცემები

Published on

აქ შეგიძლიათ ნახოთ იმ უკრაინული სამხედრო ნაწილებისა და საწყობების ჩამონათვალი, სადაც რუსული აგრესიის შედეგად ამ დროისთვის ხანძარია და მდგომარეობა საგანგაშოდაა მიჩნეული. 

ბორისპოლი, ოზერნოი, კულბაკინო, ჩუგუევი, კრამატორსკი, ჩერნობაევკი – იმ ქალაქებისა და დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სამხედრო აეროდრომებზე ჭურვები ჩამოვარდა. 

ხმელნიცკის ოლქში საარტილერიო ცეცხლის შედეგად ხანძარია სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო ნაწილში. 

დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრასნოპოლიესა და მარგანცში ხანძარია სამხედრო საწყობებში. 

ვინიცკის ოლქში, ხანძარია ტულჩინში და სოფელ ბოხანში, სამხედრო საწყობებში. 

ლუცკში აფეთქებულია ტელეანძა. 

კიევის ოლქში ხანძარია ქალაქ ბროვარის სამხედრო ნაწილში. 

მარიუპოლში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი იწვის, ჭურვი დაეცა კრამატორსკის აეროდრომის ტერიტორიაზეც.

ქალაქი ნეჟიგი – მიმდინარეობს სამუშაოები აეროდრომის დაბომბვის დროს ნანგრევებში მოყოლილი 6 ადამიანის ამოსაყვანად. 

ივანო-ფრანკოვსკში ჭურვი ჩამოაგდეს აეროდრომის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...