მთავარისიახლეებიმსოფლიობოლო მონაცემები უკრაინიდან - რომელი ქალაქები დაბომბა რუსეთმა - CNN

ბოლო მონაცემები უკრაინიდან – რომელი ქალაქები დაბომბა რუსეთმა – CNN

Published on

უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინაში მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, აფეთქებები დაფიქსირდა შემდეგ ქალაქებში:

კიევი: უკრაინის დედაქალაქში მყოფმა CNN-ის ჟურნალისტებმა აფეთქებების ხმა აღმოსავლეთიდან, ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გაიგეს. სოციალური მედიის მომხმარებლები ამბობენ, რომ რამდენიმე აფეთქება გაიგეს ბორისპოლის რაიონში, დედაქალაქის აღმოსავლეთით, სადაც საერთაშორისო აეროპორტია, ქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრში. CNN არ ადასტურებს, რომ აეროპორტი სამიზნე იყო.

ხარკოვი: CNN-ის ჯგუფმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში გაიგო “ძლიერი აფეთქებების მუდმივი ნაკადი”.

კრამატორსკი: ორმა ადამიანმა აღმოსავლეთით მდებარე იმ ქალაქიდან, რომელიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონეცკიდან დაახლოებით 120 კილომეტრში, ჩრდილოეთით მდებარეობს, CNN-ს განუცხადა, რომ სულ მცირე ორი მასიური აფეთქება მოხდა.

დნეპრი: ცენტრალური ქალაქის მცხოვრებმა CNN-ს განუცხადა, რომ “რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო”.

მარიუპოლი: ორმა მაცხოვრებელმა განუცხადა CNN-ს, რომ გაიგეს აფეთქებები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.

ოდესა: CNN-ის ჯგუფმა შავი ზღვის საპორტო ქალაქში აფეთქებების ორი სხვადასხვა ნაკადი გაიგო, დაახლოებით 20-წუთიანი ინტერვალით.

ზაპორიჟჟია: CNN-ის ჯგუფმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქში თქვა, რომ მათ გაიგეს სულ მცირე ერთი ძალიან შორეული აფეთქება.

აფეთქებები ფიქსირდება ლვოვშიც. გარდა ამისა, CNN-ის წარმომადგენლებმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ხარკოვიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში იმყოფებიან, თქვეს, რომ გამავალი საარტილერიო სროლის მსგავსი ხმა გაიგეს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...